„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლესი ინდექსის თანახმად, შეერთებულ შტატებში პრესის თავისუფლება რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
წლების განმავლობაში, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს სტანდარტებით, ამერიკული პრესის თავისუფლება ზოგადად „დამაკმაყოფილებლად“ მიიჩნეოდა. გასული წლის მონაცემებით კი, ის უკვე „პრობლემურია“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მაგალითად მოჰყავს ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა, შეემცირებინა დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის, როგორიცაა „ამერიკის ხმა“ და „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“.
ის ასევე არასამთავრობო ფაქტორებსაც ასახელებს ჟურნალისტიკის დაფინანსების საფრთხედ, როგორიცაა სარეკლამო ეკონომიკაზე ძირითადი ინტერნეტ პლატფორმების დომინირება.