უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრიდრიხ მერცს კანცლერად დანიშვნა მიულოცა და ევროპაში გერმანიის უფრო მეტი ლიდერობის იმედი გამოთქვა.
„გულითადად ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის ახალ ფედერალურ კანცლერად არჩევას.
უკრაინა ღრმად მადლიერია გერმანიისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის. თქვენმა დახმარების ხელმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე იხსნა.
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გერმანია კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენ ვიხილავთ გერმანიის უფრო მეტ ლიდერობას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ საქმეებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპის მომავალი სასწორზეა და ეს ჩვენს ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.