აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ქვეყნიდან 200 ათასი უკრაინელისა და 500 ათასი ჰაიტელის დეპორტაციას გეგმავს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დეპორტაცია ტრამპს 250 მილიონი დოლარი დაუჯდება. ფული საგარეო დახმარების გაყინული ფონდიდან დაიხარჯება.
როგორც The Washington Post-ი აღნიშნავს, ეს წინადადება მანამდე შემუშავდა, სანამ 5 მაისს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ის იმიგრანტები, რომლებიც თავად მისურვებენ სამშობლოში დაბრუნებას, აშშ-ის მთავრობისგან 1 000 დოლარს მიიღებენ.
The Washington Post-ი წერს, რომ სხვა პრეზიდენტების ადმინისტრაციებიც იყენებდნენ იმიგრანტების დეპორტაციის წამახალისებელ ზომებს, თუმცა ტრამპის გადაწყვეტილება იმ ადამიანების დეპორტაციას გულისხმობს, რომლებიც საფრთხის შემცველი რეგიონებიდან გამოიქცნენ, რაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.
უკრაინელებისა და ჰაიტელების გარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია ავღანელების, პალესტინელების, ლიბიელების, სუდანელების, სირიელებისა და იემენელების დეპორტაციაზე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, The Washington Post-ის ინფორმაციით, აღნიშნული ადამიანების სამშობლოში დეპორტაციას მხარს არ უჭერს.