ავსტრალიაში საქართველოს ეროვნული დღე აღნიშნეს. საელჩოს ორგანიზებით, კანბერაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მიღებაზე სტუმრები ქართველი მწერლებისა და მხატვრების, ქართული კინემატოგრაფიის და მუსიკის, ქართული დამწერლობის და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.