თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. კორძაიას განმარტებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს როგორც უპარტიო და პარლამენტის უფრაქციო წევრი.

„გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი ექვსწლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ. პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი“, – წერს თამარ კორძაია.

By admin