3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1196 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7033 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.18 თეთრით გაიზარდა და  4.3116 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

By admin