სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
„დღეს, სიძულვილის ენასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნებში კანონის უზენაესობის ბოლოდროინდელ განვითარებასთან დაკავშირებით.
ევროპული ღირებულებებისთვის მუდმივი და გაუარესებული საფრთხეების ფონზე, ევროპარლამენტარები გმობენ სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის ძირითად მედიასა და სოციალურ მედიაში.
ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზება ევროკავშირის დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.