განვიხილეთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ქმედებებს დგამს, საკმაოდ ნათელია, თუ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ მიღებულ განაჩენებს შევხედავთ, რომ უკიდურესად – აი არ ვიცი ზუსტად რა სიტყვა გამოვიყენო – განაჩენები არ არის პროპორციული, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალსმა.

„რაც ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, რეპრესიის მანქანის ნაწილია. იყო საუბარი დღეს ასევე სანქციების დაწესებაზე მოსამართლეეებზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. გვქონდა დღეს მსჯელობა და დავუბრუნდებით თემას ივლისში. შეთანხმებას ამჟამად ვერ მივაღწიეთ. იმედი მაქვს შეიძლება გვქონდეს რამე მოძრაობა იმ დროისათვის. მსჯელობაა, ვსჯით თუ არა საქართველოს და მინდა გითხრათ , რომ ჩვენი განზრახვა არაა ქართველი ხალხის დასჯა ან საქართველოს დასჯა. განზრახვაა დასჯა მათი, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, კონკრეტული პირები საქართველოში“, – დასძინა მან.