ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს.
ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.