ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელთან 12-დღიანი ომის შედეგად ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი „სერიოზულია“.
„ზარალის დეტალურ შეფასებას ატარებენ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ექსპერტები“, — განუცხადა მან სახელმწიფო ტელევიზიას.
არაღჩიმ დასძინა, რომ „ზარალის მოთხოვნისა და მისი ანაზღაურების აუცილებლობის განხილვა ქვეყნის დიპლომატიურ დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დადგა“.