რა შემთხვევაში შეძლებს უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დასაქმებას და რა წესები უნდა დაიცვას ლეგალურად ყოფნისათვის? შრომითი მიგრაციის დასარეგულირებლად და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისთვის, ორი კანონპროექტი მომზადდა. პირველი პარლამენტს ეკუთვნის, მეორე- შსს-ს.

ახალი რეგულაციებით, სამუშაოს საქართველოში მისაღებად უცხოელს, სპეციალური ნებართვა დასჭირდება, სხვა შემთხვევაში ისიც და მისი დამსაქმებელიც დაჯარიმდებიან. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ „ქრონიკის“ სიუჟეტში.