JPG resized with https://ezgif.com/resize

დონალდ ტრამპის მიერ სირიის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქციის გაუქმების შედეგად, შეზღუდვები მოეხსნა არაერთ რუსულ საწარმოს, მათ შორის, ცალკეული რუსულ ბანკებსა და „როსობორონექსპორტს“.

გარდა ამისა, სირიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შედეგად, შეზღუდვები მოეხსნა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) ყოფილ პრეზიდენტს, კირსან ილიუმჟინოვს.

„ამ გადაწყვეტილებას აღვიქვამ, როგორც სერიოზულ სიგნალს აშშ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, შეცვალოს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ხასიათი. მოხარული ვარ შევხვდე ბატონ ტრამპს, მადლობა გადავუხადო მას სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, ხოლო როგორც დიპლომატმა და ფიდე-ს მეშვიდე პრეზიდენტმა – გავუზიარო ჩემი ხედვა საერთაშორისო განვითარებაზე… და ჭადრაკი ვითამაშო“, – აღნიშნა ილიუმჟინოვმა.

არ გამოტოვო