უკრაინის ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ომის შედეგად, უკრაინამ შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 40% დაკარგა.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დარია მარჩაკმა განაცხადა, რომ ამჟამად, დაახლოებით 1.7 მილიონი უკრაინელი, რომელიც ომამდე სამშობლოში მუშაობდა, საზღვარგარეთ იმყოფება, რაც ქვეყნის ომამდელი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 10%-ზე მეტია.
მარჩაკმა აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პროცესების შედეგად, უკრაინაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, ომამდელ 2021 წელთან შედარებით, 40%-ით შემცირდა.
ხანგრძლივი ომით გამოწვეული გამოწვევებისა და საფრთხეების გამო, დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ 2041 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა შესაძლოა 28.9 მილიონამდე, ხოლო 2051 წლისთვის 25.2 მილიონამდე შემცირდეს.