საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, – განუცხადა „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ზემოაღნიშნულ პირებს დაუწესდათ შესაბამისი აკრძალვები ქვეყანაში შემოსვლაზე.
„საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ზემოაღნიშნულ პირებს დაუწესდათ შესაბამისი აკრძალვები ქვეყანაში შემოსვლაზე“, – განაცხადა გურამ დავითაშვილმა.