მას [გიორგი გახარია] არანაირი კონკრეტული არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გახსნილიყო [ჩორჩანაში] ბლოკპოსტი, არ გააჩნია, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებებს, რომელიც ყოფილმა პრემიერმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვისას გააკეთა.

„მას უნდოდა რომ ზოგადი ფრაზით – „ეფექტური კონტროლი“, ერთგვარი ბურუსი დაეყენებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტყეს ჩვეულებრივად იყენებდა და იქ მძიმე ტექნიკითაც შედიოდა იმიტომ, რომ იქ იყო ინერტული მასალის მოპოვების საშუალება, რასაც სოფელი იყენებდა თავისი საჭიროებისათვის. აქედან გამომდინარე რაიმე შეფასებითი საფუძველი, რომ იქ შეიძლება მომხდარიყო ისეთი რამ, რაც შემდგომ მივიღეთ, ასეთი რამ არ არსებობდა და ეს ნათლად გამოჩნდა სწორედ ამ მეორე გამოკითხვის დროს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

არ გამოტოვო