ქართული ღვინის პოპულარიზაცია საბოლოო ჯამში გულისხმობს, რომ ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მიაღწიონ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, არის კომპონენტები, რომლებიც პირდაპირ მათზე გათვლილი და მათთვის შექმნილია”, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

მან აღნიშნა, რომ სააგენტო ხელს უწყობს კომპანიებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებზე მონაწილეობაში.

„თუ აქაური მწარმოებელი, რომელსაც გააქვს ღვინო ექსპორტზე, შესაბამის თანხას დახარჯავს თავისივე პროდუქტის მარკეტინგზე საზღვარგარეთ და ეს აღმოჩნდება ეფექტიანი და იქნება ექსპორტის ზრდა, გარკევული რაოდენობით ამ დახარჯულ თანხას ღვინის ეროვნული სააგენტო მას აუნაზღაურებს. ამ პროგრამაზე განაცხადების მიღება გამოვაცხადეთ და ველით, რომ ძალიან ბევრი კერძო ღვინის კომპანია ჩაერთვება ამ კომპონენტში.

გარდა ამისა, არ გვავიწყდება ადგილობრივი ფესტივალები და ღვინის გამოფენები და ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის დახმარებით, არაუმეტეს დახარჯული თანხის 70%-ისა – არაუმეტეს 150 000 ლარისა, ვუნაზღაურებთ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც მნიშვენლოვანია ქართული ღვინის წარმოჩენისთვის. წელს იყო „Wine Paris“, ასევე გამოფენა გერმანიაში, ჩინეთში. უახლოესი გეგმები გახლავთ ლონდონში რამდენიმე ღონისძიება. წლის ბოლოს იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენა ჩინეთის მიმართულებით”, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

არ გამოტოვო