BBC სამოგზაურო გვერდზე კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა პრიანკმა შანკარმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
სტატიაში აღწერილია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტი და მონასტერი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.
„თბილისიდან 220 კილომეტრი ვიმგზავრე და საოცარი ქვის სტრუქტურა აღმოვაჩინე. მანამდე დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი ბერძნული მეტეორაზე მდებარე მონასტრით, რომელიც ბუნებრივი კლდის ბასრი სვეტებით გამოირჩევა. შემდეგ შევიტყვე საკმაოდ ორიგინალური მონასტრის შესახებ, რომელიც საქართველოში მდებარეობს და აქ მოსახვედრად ბერებს აძრომა სჭირდებათ. კაცხის სვეტზე მდებარე მონასტერში ბერები საუკუნეებია ცხოვრობენ, დღეს ეს ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პილიგრიმულად საინტერესოა, კაცხის სვეტი უამრავ ტურისტს იზიდავს’’.