ლევან იოსელიანი: თუ გვინდა შედეგს მივაღწიოთ, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ეს კარგად ესმით ჩვენ პარტნიორებს და ამიტომ ყოველ ჯერზე მოგვიწოდებენ, რომ ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილებები

თუ ორივე მხრიდან არ იქნება კონსენსუსი და თანხმობა, მაშინ შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენ პარტნიორს და ამიტომ ყოველ ჯერზე მოგვიწოდებენ, რომ ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა აცხადებს, რომ 12 პუნქტიანი გეგმა არის მათთვის პრიორიტეტი და მიზანი.

„ხელისუფლების მხრიდანაც ვხედავ, რომ რაღაც პუნქტების შესრულების მიმართ აქვთ მზაობა, რაღაც პუნქტების შესრულებაზე არ აქვთ ასეთი მზაობა. ოპოზიცია პროცესში მონაწილეობაზე რომ აცხადებს უარს, ამით მნიშვნელოვნად აზიანებს ამ პროცესს. რამდენიმე თვეში ყველაფერი გამოჩნდება, ყველა ჯგუფის მიერ მომზადებული პროდუქტი იქნება მზად. არიან სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც დაასრულეს მუშაობა და საკმაოდ კარგი პროდუქტები შეიქმნა, რაც უზრუნველყოფს მაგალითად, პარლამენტის კონტროლის გაზრდის მექანიზმის გაუმჯობესებას, საარჩევნო მიმართულებით ცვლილებებს, მაგრამ არიას ჯგუფები, სადაც ვერ ვხედავ ასეთ პროგრესს. საბოლოო ჯამში, თუ გვინდა შედეგს მივაღწიოთ, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. თუ ორივე მხრიდან არ იქნება კონსენსუსი და თანხმობა, მაშინ შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენ პარტნიორებს და ამიტომ ყოველ ჯერზე მოგვიწოდებენ, რომ ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.