ვინ არიან ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები და როგორია მათი ფასები

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი კიდევ გაიზარდა.

Transfermarkt-ის თანახმად, ამჟამად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე კვარაცხელია Transfermarkt-ზე 35 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაისში კი მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენდა.

როგორია სხვა ქართველი ფეხბურთელების ღირებულება? გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართველი ფეხბურთელის ჩამონათვალს:

ხვიჩა კავარაცხელია (ნაპოლი, იტალია) – 60 მლნ დოლარი;

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი) – 25 მლნ დოლარი;

საბა ლობჟანიძე (ჰათისპორი, თურქეთი) – 3.3 მლნ დოლარი;

გიორგი ქვილითაია (აპოელ ნიქოზია, კვიპროსი) – 2 მლნ დოლარი;

ოთარ კიტეიშვილი (შტურმ გრაცი, ავსტრია) – 2 მლნ დოლარი;

გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვან ბრატისლავა, სლოვაკეთი) – 2 მლნ დოლარი;

ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი) – 2 მლნ დოლარი;

ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია) – 1.5 მლნ დოლარი;

სოლომონ კვირკველია (ნეფჩი ბაქო, აზერბაიჯანი) – 1 მლნ დოლარი;

გიორგი ბერიძე (ანკარაგუჩუ, თურქეთი) – 1 მლნ დოლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.