ირანში შეიარაღებული პირები ქალაქ ზაჰედანის სასამართლო სამმართველოს დაესხნენ თავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სროლას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა და 22 დაშავდა. წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელები გასამხედროებულ სუნიტურ სეპარატისტულ დაჯგუფებას, ჯაიშ ალ-ადლს წარმოადგენდნენ. სამართალდამცველებმა სამი თავდამსხმელის ადგილზე განეიტრალება შეძლეს.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებს ჯავშანჟილეტები ეცვათ და ხელყუმბარები ჰქონდათ. მოგვიანებით განცხადება დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფების წევრებმა თავდასხმის შედეგად სასამართლო სისტემის დაახლოებით 30 თანამშრომლის ლიკვიდაცია მოახდინეს.

არ გამოტოვო