ახლახან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს 4 შეკითხვა დაუსვა კანონზე, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეები და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგია მხარს უჭერს.
ელჩს იგივე კითხვები „იმედმაც“ გაუგზავნა. პაველ ჰერჩინსკი კამერის წინ არ გამოჩენილა, პასუხი კი, რომელიც წერილობით გამოაგზავნა, ასეთია”.
„ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ და სხვა დაკავშირებული საკითხების თაობაზე ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვის“ პასუხად გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირში ეს საკითხები ეროვნულ დონეზე განიხილება, ყველა წევრი სახელმწიფო თავად განსაზღვრავს პოლიტიკასა და კანონმდებლობას.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის თანახმად, ამ სახის კანონმდებლობა საქართველოში ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აღკვეთის პრინციპსა და საპირისპიროა მნიშვნელოვანი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტის“.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში გაგზავნილი შეკითხვა ასე იყო დასმული – უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა? და არა რას ფიქრობენ ერთსქესიანთა ქორწინებაზე, როგორც ეს პასუხში წერია.
პასუხში ნახსენებია დისკრიმინაციაც, თუმცა არაფერი წერია, რა არის დისკრიმინაციული იმაში, თუ ოფიციალურ დოკუმენტებში ქალს ქალი ეწერება და კაცს – კაცი ან სკოლებში ბავშვებს ლგბტ პროპაგანდისგან კანონი დაიცავს.
რა პასუხი აქვს ხალხს ევრობიუროკრატიის მიმართ – ხატია იობიძე შეხვდა მოქალაქეებს.