სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული, – განაცხადა სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ, ირაკლი იაკობაშვილმა.

მისი თქმით, სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა და Ambassadori Kachreti Golf Resort-მა ივლისი 100%-იანი დატვირთულობის ჩახურა. არსებული ჯავშნების მიხედვით ანალოგიური ვითარებაა აგვისტოს თვეზე.

„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გეტყვით, რომ სასტუმრო ძალიან დატვირთულია არამხოლოდ Weekend-ზე, არამედ კვირის სხვა დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად. ჩვენი დამსვენებლების, დაახლოებით 80% არის საქართველოდან, ხოლო 20% არის უცხო ქვეყნებიდან, როგორიც არის ისრაელი, გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ასევე ლატვია, ლიტვა და ასე შემდეგ“, – აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.

სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ი 9 კატეგორიის 210 სასტუმრო ნომრისგან შედგება.

არ გამოტოვო