ინტერვიუ პაატა გაბრიელაშვილთან

კითხვა: ბატონო პაატა, ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჯარისკაცების სია რუსეთის უშიშროებას გადაეცა. როგორია თქვენი რეალური განცდები?
პაატა გაბრიელაშვილი: ეს ამბავი ჩვენთვის, ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია. იმიტომ რომ კარგად გვახსოვს 2024 წელი, როცა ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციის დარბევა დაგვავალა. ჩვენ, ბევრმა ჯარისკაცმა, მაშინ ვთქვით — „ჯარი ხალხს იცავს და არა ძალაუფლებას“. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლა. ახლა კი ჩვენი და ჩვენი ოჯახების პერსონალური ინფორმაცია პირდაპირ მტერს გადაეცა. ეს უკვე ორმაგი ღალატია — როგორც ქვეყნის, ისე ჯარის წინაშე.

კითხვა: კონკრეტულად რას გულისხმობთ საფრთხეებში?
პაატა გაბრიელაშვილი: ძალიან მარტივია. ბოლო პერიოდში ვგრძნობთ თვალთვალს — უცნობი მანქანები სახლთან, უცნობი პირები სამსახურთან. რამდენიმე ჩემს მეგობარს პრობლემები შეექმნა საზღვარზე , თითქოს „შავ სიაში“ ჩასვეს. ერთ-ერთს კი უკვე დაურეკეს უცნობი ნომრიდან და პირდაპირ მუქარა უთხრეს: „სანამ ხმას ამოიღებ, ორჯერ დაფიქრდი“.
ყველაზე საშიშია, რომ ჩვენს ოჯახებსაც შეეხო ეს. ჩემ შვილს სკოლასთან უცხო კაცი ეკითხებოდა: „მამაშენი ისევ ჯარშია?“ — ეს უბრალო შემთხვევითი კითხვები არ არის, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

კითხვა: რას ელით სახელმწიფოსგან და რა მოხდება, თუ კვლავ დაუცველად დარჩებით?
პაატა გაბრიელაშვილი: სახელმწიფოს ვთხოვთ, ერთი სიტყვით მაინც თქვას სიმართლე. ჩვენ თუ მტრის ხელში ვართ მიტოვებული, მაშინ ჯარისკაცებს აღარ ექნებათ ვალდებულება უჩუმრად იყვნენ. თუ ხელისუფლება ვერ იცავს საკუთარ ჯარს, ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენს ოჯახებს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ნაბიჯი — არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი შვილების უსაფრთხოება მტრის ხელში ჩააგდოს.

კითხვა: რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად?
პაატა გაბრიელაშვილი: თუ სიმართლე არ ითქმის, ჩვენ გავერთიანდებით. ჯარისკაცებს შორის დიდი ერთიანობა არსებობს. დღეს მშვიდად ვსაუბრობთ, მაგრამ ხვალ შეიძლება უკვე ჩვენი ხმა ქუჩაში გაისმას. ჩვენ არ ვაპირებთ ჩუმად დავთმოთ სამშობლოს ღირსება და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება.

არ გამოტოვო