სოციალურ ქსელ TikTok-ის მფლობელი კომპანია, რომელიც ByteDance-ის სახელით არის ცნობილი, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 12 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
როგორც ცნობილია, ჩინური კომპანია AI-პროცესორებს Huawei-სა და NVIDIA-ს მხრიდან შეიძენს, რათა საკუთარი Data-ცენტრი ააშენოს და AI-მოდელი განავითაროს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ByteDance-ის მიერ შექმნილი AI სოციალურ ქსელზე იქნება მორგებული და მისი სიმძლავრე TikTok-ის და სხვა აპლიკაციების განვითარებას მოხმარდება.