
კახეთში, თელავის რაიონში ძალადობის და ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთ სამინისტრომ 2 კაცი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ძმებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.
პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.