23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი – მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს.
უამინდობა და თოვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. დედაქალაქში ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა.
თბილისსა და რეგიონებში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.
ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.