წელს, იანვარში საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიდან $13,4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველომ $13,4 მლნ-ის 20,310 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები გაყიდა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $9,1 მლნ-ის 14,502 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები ჰქონდა გაყიდული.
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები იანვრის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს 40%-ით აჭარბებს.
წელს, საქართველომ ყველაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი რუსეთში გაყიდა. ამ ბაზრიდან ქვეყანამ $6.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და 12,435 ტონა მინერალური და მტკნარი წყალი გაყიდა.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო TOP 10 ქვეყანა (2025/01)
- რუსეთი – $6,7 მლნ, 12,435 ტონა;
- ყაზახეთი – $ 2,1 მლნ, 2,455 ტონა;
- უკრაინა – $ 1,8 მლნ, 2,079 ტონა;
- ლიეტუვა – $475 ათასი, 775 ტონა;
- უზბეკეთი – $660 ათასი, 741 ტონა;
- გერმანია – $492 ათასი, 388 ტონა;
- აშშ – $154 ათასი, 268 ტონა;
- ბელარუსი – $98 ათასი, 211 ტონა;
- მოლდოვა – $207 ათასი, 183 ტონა;
- ლატვია -$70 ათასი, 129 ტონა.
რაც შეეხება 2024 წლის შეჯამებას, გასულ წელს, საქართველომ ჯამში $163,7 მლნ-ის 254,207 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, $ 131,5 მლნ-ის 205,188 ტონა გაზირებული წყლები ჰქონდა გაყიდული.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოს გასულ წელს 2023 წელთან შედარებით ექსპორტი 40%-ით გაეზარდა.