24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში მოქმედმა ქართულმა სამოქალაქო ორგანიზაცია Promote Georgia-მ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მთავარი მოთხოვნები იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების „არაღიარების გაგრძელება“ და სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა წევრებისადმი.
Promote Georgia-ს თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს აქციებსა და ადვოკატირებას „რეჟიმის პატიმრების განთავისუფლების, ახალი არჩევნების დანიშვნისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირების მოთხოვნებით“.
ისინი სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოში პროტესტის მონაწილე თითოეულ ადამიანს.