გურიაში რთულია ვითარება. საგანგებო რეჟიმით მიმდინარეობს მუშაობა. გაიმართა საკოორდინაციო შტაბის სხდომა. ადგილზე იმყოფება პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. მობილიზებულია ჯარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
სოფელ შრომის თემში შემავალი 5 სოფელი სრულად იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი, ამ დროისთვის დამაკავშირებელი გზა ცენტრთან სრულად არის აღდგენილი. მოსახლეობას მოუტანეს საკვები და ასევე მედიკამენტები.
თავდაცვის ძალები, რომელიც ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 6 კონკრეტული მიმართულებით მუშაობს. მათ დილიდან მოახერხეს იმ კრიტიკულ ობიექტებზე გასვლა სადაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დახმარება.