„ბოლტის“, „იანდექსისა“ და „გლოვოს“ თანამშრომლები არსებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მძღოლები ხელმძღვანელობისგან პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

თანამშრომლები ასევე ამბობენ, რომ ცდილობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით მათ ჩანაცვლებას.

„ცდილობენ, დაგვბლოკონ მომსახურების სფეროში დასაქმებული ქართველი ადამიანები და მიიღონ სხვადასხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები მძღოლებად, ყველანაირი საბუთის გარეშე. მათ არ აქვთ ქართული მართვის მოწმობა, ნასამართლობის ცნობა, რაც გლობალურ პრობლემას იწვევს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომხმარებელს. ეს აისახა მომხმარებლის ჩვენდამი ნდობაზე და გარდა ამისა, დღეს ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ აგნებენ მისამართებს, ვერ დადიან ქალაქის ქუჩებში, არ იციან ქალაქის საკანონმდებლო გადაადგილების წესები. ეს პრობლემა გვინდა, რომ მოვაგვაროთ“, – განაცხადა მძღოლმა გურამ რთველიაშვილმა.