ჩვენ ვართ სახელმწიფო,  სადაც კანონს პატივს არ სცემენ  სამართალდამცავი ორგანოები, სადაც შიში თანდაყოლილია, სადაც პოლიცია პროკურატურა არსებობს მხოლოდ ერთი პარტიისთვის. და ეს პარტია  არის ქართული ოცნება და სამართალდამცველები ემსახურებიან არა ხალხს არამედ ერთ კაცს, და ეს კაცი არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. 

ასე დაიწყო საუბარი ჩვენთან აქტიურმა ოპოზიციონერმა სამოქალაქო აქტივისტმა  წევრმა ზურაბ ზედგინიძემ,

• ბატონო ზურა, როდესაც გესაუბრეთ ტელეფონზე მითხარით რომ დუმილს დაარღვევდით და იტყოდით რა პრობლემების წინაშე დაგაყენათ ხელისუფლებამ . 

• კი ბატონო, მე საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება მაქვს რომ ავირჩიო ის პოლიტიკური ძალა,  რომელიც მომწონს.  იყო დრო ვიყავი  ქართული ოცნების როგორ კოალიციის მხარდამჭერიც, ვიყავი საკრებულოში საჯარო მოხელეც. შემეძლო მეცხოვრა კომფორტულად ოღონდ თევზის პრინციპით, ანუ პირში წყალი უნდა ჩამეგუბებინა. და მე ეს არ გავაკეთე. მთელი ცხოვრება სიმართლით მიცხოვროა და უკანონობაზე ვერ დავხუჭავ  თვალს ვერასდროს.

• ასევე ხართ არაერთი აქციის ორგანიზატორიც

• კი გეთანხმებით, რაც არ მოგვწონს მოქალაქეებს უნდა ვთქვათ ხმამაღლა.  მაგრამ ჩვენზე სახელმწიფომ არ უნდა იძალადოს იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობთ.

• აი აქ უფრო რომ ზუსტად მოგვიყვეთ.

• 2022 წლის 16 მაისს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ტელევიზიის  „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით 20 მაისისთვის  აქცია დავგეგმეთ   სამგორის გამგეობის შენობის ეზოში, სადაც ჩემი სახსრებით და ჩემი ნდობით ვახდენდი მხარდამჭერთა მობილიზებას. ვაპროტესტებით უკანონო განაჩენს. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ  18 მაისს მე თავს დამესხნენ. გამისწორდნენ როგორც ფიზიკურად ასევე მომაყენეს სიტყვერი უამრავი შეურაწყოფა რასაც საჯაროდ ვერ მოვყვები , 

• რამდენი პირი დაგესხათ თავს?

• სამი პირი.  მე დავკარგე გონება. მეგობრებმა მიპოვნეს შემთხვევით და აღმოვჩნდი საავადმყოფოში , სადაც ადგილზე მოსულ პოლიციას მივეცი ჩვენება. 

• ამ ამბიდან გასულია ნახევარ წელზე მეტი, და თქვენ ეს ხმამაღლა არ გითქვამთ, 

• მართალი ხართ, არ ვთქვი იმიტომ რომ გავუფრთხილდი ოჯახს. ოჯახის წევრები ძალიან  შეშინებულები იყვნენ და ამიტომ ვთხოვე პარტიასაც რომ გასაჯაროვებისგან თავი შეგვეკავებინა. თუმცა მაინც მჯეროდა რომ პოლიცია გამოიძიებდა.  პოლიციამ  სამი თვის შემდეგ აგვისტოში მაცნობა რომ მტკიცებულებები და სამხილები ვერ ნახა და ამიტომ საქმე  დახურა. მე იმედს კვლავ ვიტოვებდი და  წავედი და ვიჩივლე პროკურატურაში.  მოვითხოვე ჩემზე განხორციელებული თავდასხმა ყოფილიყო გამოძიებული. რომ  თავდასხმის ადგილზე არსებული კამერები ყოფილიყო ნანახი.  მე ვიცოდი რატომაც დამესხნენ თავს და რომ ქართული ოცნების დავალება იყო ჩემი განეიტრალება. 

• შედეგი ? 

• შედეგი  მივიღე ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ანუ პროკურატურამაც სამ თვეში  საქმე დახურა . მე მართალია არ მინდოდა ჩემი თავდასხმის საჯაროდ განხილვა, მაგრამ ახლა ხმამაღლა ვაცხადებ , ქართული ოცნების საკუთრებაა პოლიციაც და პროკურატურაც.  თუ მე ცილს ვწამებ და ვიგონებ  ჩემზე განხორციელებლ თავდასხმას,  დაე დამიჭირონ.  მაგრამ ჩემს კითხევბზე თუ ვინ მცემა , ან რატომ  მეძახდნენ მე სააკაშვილს ლეკვს, ან  რატომ მიშინებენ ოჯახს  ამაზე ვინმემ ხომ უნდა გამცეს პასუხი ?! 

• ალბათ ჰგონიათ რომ შეგაშინეს

• ამიტომაც  მოვყევი ეს ამბავი თქვენთან. არ მეშინია დაე იცოდნენ ! ვერ მომერევა ოცნება , ვერა ! ქართველ ხალხს ვერ დაამარცხებს.

მაკა მოსიაშვილი