სერბეთში IMMAF-ის ეგიდით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებათა იუნიორებისა და სენიორების ეროვნულმა ნაკრებებმა ოთხი – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს – მედალი მოიპოვეს.
სენიორებს შორის ჩემპიონობა იზეიმა რამაზან მალაკოევმა (70,3 კგ), ლექსო საბანაძემ (+97 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, კობა ჭუმბურიძე (61,2 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. იუნიორებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა შაინიძემ (65,8 კგ).
საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს – მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.