JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შრომის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც უწყების მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

„ჩვენ ზუსტი მონაცემები გვჭირდება დასაქმების შესახებ. მას ბევრად უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანი შეცვლის. ამგვარი მნიშვნელოვანი მონაცემები სამართლიანი და ზუსტი უნდა იყოს, ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირებას არ უნდა ექვემდებარებოდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC News-ს განუცხადა, რომ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, ერიკა მაკენტარფერი ნამდვილად გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

არ გამოტოვო